იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკში პირველი შეხვედრები გამართა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები მონაცემთა დაცვის საბჭოს ხელმძღვანელს პეკა ნურმის შეხვდნენ.

შეხვედრაზე  მხარეებმა ფინეთის მთავარი საზედამხედველო ორგანოების – მონაცემთა დაცვის საბჭოსა და მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის საქმიანობას, მის მთავარ პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაეცნენ. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზედამხედველო ორგანოებს პარლამენტთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები მონაცემთა დაცვის საკითხებს ეხება, აუცილებელია პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა.

დღესვე, დელეგაციის წევრები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, იარრი პარტანენს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა იყო დერეგულაციის საკითხები და ის რეფორმები, რომლებიც ფინეთის მთავრობამ ამ მიმართულებით ბოლო წლებში განახორციელა.

საპარლამენტო დელეგაციაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, კომიტეტის წევრები დავით მათიკაშვილი, ნატო ჩხეიძე, გიორგი კახიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე და ანრი ოხანაშვილი შედიან. ჰელსინკში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ესწრებიან.

ფინეთში კომიტეტის სამუშაო ვიზიტი  ევროკავშირის (EU)   და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” და ფინეთში საქართველოს საელჩოს მიერ არის ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები