შვეიცარიაში ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის სემინარი მიმდინარეობს

18-24 ნოემბერს, შვეიცარიაში, ლორენის მთარგმნელობით სახლში, ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის ლიტერატურულ-მთარგმნელობითი სემინარი მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სემინარი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ლორენის მთარგმნელთა კოლეგიის კოორდინირებითა და გერმანულ მთარგმნელობით ფონდთან თანამშრომლობით ტარდება.
ხუთდღიან პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელები – როზმარი თიცე, ანდრეა ოთი და რეფერენტი-პროფესორი ალექსანდრე კარტოზია უძღვებიან. სემინარის განმავლობაში, მონაწილეები ხელმღვანელებთან ერთად, მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმანებზე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები