მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი ხიდის მშენებლობა.  იმერეთის  რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული ჰქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა და სარეგულაციო კედლების სამუშაოები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 25 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები