გომის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გომის მთის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა სოფელ გომთან. ცეცხლის ჩაქრობაზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.