ზუგდიდის სასაფლაოზე უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.
ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.
ადგილი, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები