შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრს ზვიად ბაბიაშვილი უხელმძღვანელებს

შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს პოსტი სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ზვიად ბაბიაშვილმა დაიკავა.
ის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ზვიად ბაბიაშვილი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.
ახალი ხელმძღვანელი კალათბურთის პოპულარიზაციას, სავარჯიშო დარბაზების მოწყობას და სპორტის ამ სახეობის რეგიონალურ დონეზე განვითარებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები