საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ერთობლივ განცხადებას ხელს ბელორუსში ოფიციალური ვიზიტით  მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი მოაწერენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, დოკუმენტის გაფორმება ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავება და ეს მემორანდუმიც სწორედ ამას ემსახურება – რომ უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, ბელორუსთან, ასეთი დოკუმენტის გაფორმებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მეტად ინსტიტუციური დატვირთვა მივცეთ”,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.  ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები