ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება
ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 16 ობიექტის მშენებლობა დასრულდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა.
როგორც „კვირას“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ახალი ცენტრი ხონში შენდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 130 000 ლარამდეა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, რომელიც დღემდე ხონის საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, დეკემბრის ბოლოდან ახალი, თანამედროვე ტიპის შენობა მოემსახურება.
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა და იმერეთის გუბერნტორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათავლიერეს.