კახა კალაძემ სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
თბილისის მერიაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
თბილისის მერმა სხდომაზე სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე კახაბერ გვანცელაძე წარადგინეს, რომელიც თემურ თორდინავას შეცვლის.
არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი იქნება.
ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მას მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ნუგზარ ჭეიშვილი შეცვალა.