გრიგოლეთში ხანძარმა 80-წლამდე მამაკაცი იმსხვერპლა

0

გრიგოლეთში გაჩენილ ხანძარს 80 -წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო- სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი