თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
“20 ნოემბერს, კრწანისის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულუას, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, კაჩინსკის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი