Oracle Arena-ზე ანსამბლი “შვიდკაცა” ამერიკის ჰიმნსა და ქართულ სიმღერებს შეასრულებს

20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა”ამერიკის ჰიმნს შეასრულებს და რამდენიმე ქართულ სიმღერას იმღერებს. ამის შესახებ ცნობილი ქართველი კალათბურთელი – ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.
„20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე,Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას”, -წერს ზაზა ფაჩულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები