დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.
სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები