20 ნოემბერი
10:00 საათზე – “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. გაიზრდება თუ შემცირდება ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა კანონმდებლობის შემსუბუქებით და რატომ იზრდება ნარკოტიკების დოზები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
10:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას აჭარის მთავარ პროკურატურაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის ავტოფარეხის მისაკუთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
“ხიბულას” გადამღები ჯგუფის პრეს-კონფერენცია ორშაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე კინო-თეატრ „ამირანში” გიორგი ოვაშვილის ახალი მხატვრული ფილმის – „ხიბულას” შემოქმედებითი ჯგუფის პრეს-კონფერენცია გაიმართება. პრემიერამდე ერთი დღით ადრე რეჟისორი, მთავარის როლის შემსრულებელი და ჯგუფის სხვა წევრები პრესის შეკითხვებს უპასუხებენ და ფილმის შექმნის ისტორიაზე ისაუბრებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 99 14 14
13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პორტალის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი. მისამართი: თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების 33.
11:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის. : ქალაქ თბილისის მერია, ჟ. შარტავას N 7
საკონტაქტო : მანანა თოქმაჯიშვილი 599 88 14 78; ნინი მთვარაძე 591 79 99 99
11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია” მე-11 პავილიონში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია” ორგანიზებით იმართება და მასში 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს.
გამოფენას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გახსნის.
ანონსი: ხვალ, 20 ნოემბერს, 10:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ ქორიძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
გთხოვთ ანონსის სახით გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და გააშუქოთ ღონისძიება!