სამეგრელოში ახალგაზრდას კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა – მამაკაცმა ხელის მტევანი დაკარგა

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. ახალგაზრდა, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, თევზაობას აპირებდა, თუმცა მოწყობილობა ხელში აუფეთქდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები