“შეხვედრაზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

“ჩვენ შეხვედრაზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, იმ ვითარებაზე რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”-ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრაღის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისას, საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას და საოკუპაციო ზოლის მიმდინარე სოფლების პრობლემებს.

“ჩვენ შეხვედრაზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, იმ ვითარებაზე რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ რეგიონების მილიტარიზაციაზე, ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაზე, და ხაზს ვუსვამ ჩვენ დამოკიდებულებას იმ დესტრუქციული პროცესების მიმართ, რაც ამ რეგიონში მიმდინარეობს”,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები