ზურაბ ხონელიძე ბელორუსის კულტურის დღეებს დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ბელორუსის რესპუბლიკის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იყო მიწვეული.

დელეგაციას ბელორუსის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი, ბელორუსის რესპუბლიკის კვების მრეწველობის სახელმწიფო კონცერნის თავმჯდომარე ალექსანდრ ზაბელა, ბელორუსის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვერდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ გახსნა. ბელორუსის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი ზურაბ ხონელიძეს საგანგებოდ მიესალმა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ის ბელორუსი ხალხისა და მისი ლიდერის დიდი მეგობარია. მისთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან. ეს მეგობრობა გადამდები იქნება უნივერსიტეტისათვის – უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ.

შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბელორუსის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა ქართველ მეწარმეებს პრეზენტაციის სახით გააცნო თუ როგორია ბელორუსის სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი.

ისაუბრა სახელწიფოს მხრიდან ექსპორტის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე. ხაზი გაუსვა, რომ 2017 წელს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, რაც მისი თქმით, მისასალმებელია. აღნიშნა, რომ მათი ბიზნესის 50 პროცენტი პოსტსაბჭოთა, 50 პროცენტი კი ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერობებზე მოდის. ისინი ბიზნესს აწარმოებენ აზიის, აფრიკის და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქართველ ბიზნესმენებს საქართველო-ბელორუსს შორის ვაჭრობის განვითარებაში მხარდაჭერა შესთავაზა.

ბელორუსის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესი “ნაბიჯით წინ“ უნდა დაიგეგმოს და დაგეგმვაში ბელორუსის სახელმწიფო მზადაა ამ ტიპის შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან თვეში ერთხელ გამართოს. შეხვედრის ბოლოს, ბელორუსის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერსა და ზურაბ ხონელიძეს შორის, მეგობრული დიალოგი შედგა. გაირკვა, რომ სტუმრისათვის ცნობილია სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის განვითარების ახალ სტრატეგია, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის დანერგვას გულისხმობს და უნივერსიტეტში ელჩის ვიზიტი დაიგეგმა. მეტიც, 2018 წლის პირველ დეკადაში საქართველოში დაგეგმილი ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გარკვეულ სიუპრიზს გულისხმობს. საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის კულტურის დღეები დღეს, საღამოს 7 საათზე რუსთაველის თეატრში საზეიმოდ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები