“ბერკეტი არ გაგვაჩნია, ვაიძულოთ რუსული მხარე, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება”

არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, ვაიძულოთ რუსული მხარე, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ეს მთლიანად მათი პრეროგატივაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძის განმარტებით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები მოხსნა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სხვა ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, რუსეთის მოქალაქეებსაც ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოში დარჩენა – „ასეთი კომფორტული პირობები აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში“.
რუსულმა მხარემ 2016 წელს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ გაამარტივა.
„მაგრამ რუსეთში გამგზავრება მაინც სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუ იქნება მათი მხრიდან სურვილი და მზაობა, მოვისმენთ და თუ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯს ამ მიმართულებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ხვალ, პრაღაში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები