სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს

  სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კალოთიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირებთან ერთად, ასრულებს. ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს მასზე მთხვევის შესაძლებლობა ექნებათ. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ნინოობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები