ილია მეორე: საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი

საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს თეატრალური წარმოდგენის შემდეგ მიმართა, რომლითაც სცენაზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღე იყო გაცოცხლებული.
“ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა. საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია, ვითარცა ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის შემდეგ მეტეხის ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა.
“მერიის მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება მომდევნო წლების განმავლობაში. მე მაქვს თითოეული თქვენგანის, თითოეული თბილისელის იმედი, რომ ჩვენი ქალაქი, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული და რაც მთავარია, იყოს სიცოცხლით სავსე”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები