კომპანია „არემჯი“ განაგრძობს გამწვანების აქციას მარტყოფში – ფოტო-ვიდეო

სოფელ მარტყოფში სპეციალურად  გამოყოფილ 12 ჰექტარ მიწის ფართობზე კომპანია „არემჯი“  ტყის განაშენიანების პროცესს აგრძელებს.

გამწვანების აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლების შემდეგ,  3000-მდე ელდარის  და შავი ფიჭვის   ნერგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური  ფაკულტეტის სტუდენტებმა დარგეს.

„კომპანია „არემჯიმ“ დაასრულა გამწვანების აქციის საშემოდგომო ეტაპი მარტყოფში. სულ დაირგო 6000-მდე ნერგი.  ამჯერად ნერგების დარგვის აქციას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელთან, ჩვენ  გაფორმებული გვაქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხდება სტუდენტების დაფინანსება და მათთვის პრაქტიკების მოწყობა.  ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-განაშენიანების პროცესს.“ –ანაცხადა „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.

„არემჯი ჯგუფს და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი. დიდი სიამოვნებით შევუერთდით კომპანიის წამოწყებას და ჩამოვედით სოფელ მარტყოფში ნერგების დასარგავად. ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე. იმედი გვაქვს, რომ სხვა ადამიანებიც ჩაერთვებიან მსგავს სასარგებლო აქციებში.“ – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა ლაშა ბლუაშვილმა.

 „არემჯი“ გამწვანების აქციას საკუთარი გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მასშტაბური დარგვითი სამუშაოები გაზაფხულზე გაგრძელდება. კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები