როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსის, ხოლო 15 – 16 ნოემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +16, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17–19 ნოემბერს ზოგან წვიმიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ტემპერატურაც +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები