კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დღეიდან, დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მას უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა, რომელიც ახალ მერს ამ წუთებში მერიის შენობას ათვალიერებინებს და თანამშრომლებს აცნობს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია“, – განაცხადა კალაძემ. საქართველოში თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები