გიორგი კახიანი: საუბარია, როგორც საკადრო, ასევე სტრუქტურულ ცვლილებებზე

„პრემიერთან იყო საუბარი იმ ცვლილებებზე რაც განხორციელდება – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის თათბირის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია, როგორც საკადრო, ასევე სტრუქტურულ ცვლილებებზე.

„პრემიერთან იყო საუბარი იმ ცვლილებებზე რაც განხორციელდება. ეს შეეხება, როგორც საკადრო, ასევე სტრუქტურულ ცვლილებებზე. სტრუქტურულ ცვლილებებს რაც შეეხება, მას შემდეგ რაც პრემიერი ამის თაობაზე განაცხადებს, უკვე საკანონმდებლო ცვლილებები იქნება აუცილებელი და პარლამენტი ჯერ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს და განახორციელებს მას და უკვე ამის შემდეგ იქნება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყება შესაძლებელი”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგს ხვალ, 11:00 საათზე გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები