გიორგი ვოლსკი: გუნდთან ერთად შეჯერებულ საკითხებს, ხვალ, პრემიერი წარუდგენს მედიას

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სხდომა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, პრემიერი უმრავლესობასთან შეჯერებულ საკითხებს ხვალ გააჟღერებს.
“მსჯელობა მიმდინარეობს და დღეს გუნდთან ერთად შეჯერებულ საკითხებს ხვალ პრემიერი წარუდგენს მედიას. კონკრეტიკას ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ხვალ გაიგებთ ყველაფერს პრემიერისგან. არ იქნება მართებული ახლა მე რამე ვილაპარაკო კიდევ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები