იან კელი: ამაყები ვართ, რომ თქვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს

ამაყები ვართ, რომ თქვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ტექნო პარკში გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება გლობალურ სამეწარმეო კვირეული, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. მისვე თქმით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რაც დაეხმარება მეწარმეებს და წაახალისებს.
ელჩის განცხადებით, გაიმართება ვორქშოპები და ტრენინგები ქართველებისთვის. „ყველა სტარტაპის მიზანია მიიღოს მილიონობით მოგება და შეცვალოს სამყარო. პირველ ჯერზე ეს ბევრს არ გამოსდის. წარუმატებელი მცდელობა გვასწავლის თუ როგორ მივაღწიოთ მომავალში წარმატებას. ის კრიტიკულ გაკვეთილს გვიტარებს.საქართველოს მთავრობას შეუძლია ინოვაციების ხელშეწყობა და გაძლიერება. მას შეუძლია წაახალისოს ინდივიდუალური პირები და კომპანიები, რომლებსაც კარგი იდეები აქვთ. საქართველო და აშშ პარტნიორები არიან ამ ძალისხმევაში. ეს მენტორები და ეს პროგრამა მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელიც საქართველის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ამაყები ვართ, რომ თქვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ“,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები