17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე მიაწოდა.

”9-9 საჩივარი დაიწერა ბორჯომში და ოზურგეთში, ორი ქუთაისში, ერთი ხაშურში. არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ყაზბეგსა და მარტვილში. საჩივრები დაწერილია მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ხაშურის 34-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის N1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტში არ ჩადო და ძირითადი ყუთის ნაცვლად, გადასატან ყუთში მოათავსა. კომისიის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ყუთი, ამოიღეს უკონვერტო ბიულეტენი და ყუთი ხელახლა დალუქეს. უკონვერტო ბიულეტენი გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები