15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 18 012 ამომრჩეველმა მისცა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ 15:00 საათისთვის არჩევნებზე 18012 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 11.81 პროცენტია.

ოსეფაიშვილის თქმით, აღნიშნული მონაცემებით, საარჩევნო უბანზე, პირველ ტურთან შედარებით 17 000 ამომრჩევლით ნაკლები ადამიანი მივიდა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარია შესული. ორივე პროცედურული ხასიათისაა.
ინგა ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები