ზვიად კვაჭანტირაძე: ხმას ვაძლევ ოზურგეთში და მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს

“თუ დაფიქსირდა დარღვევები, ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულმა პირებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
ზვიად კვაჭანტირაძემ საკუთარი არჩევანი ოზურგეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„წინასაარჩევნო პერიოდში ღრმად ჩახედული არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. მე ხმას ვაძლევ ოზურგეთში და მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს. ყველა არჩევნებს მოსდევს ასეთი ბრალდებები, რაც თავი მახსოვს. თუ რამე დარღვევები არსებობს, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში, 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. მისი თქმით, ამის გამო მან პატრული გამოიძახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები