ფოტოკონკურსის – „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარე ფოტოკონკურსი დასრულდა.

გამარჯვებული ფოტოების გამოსავლენად, შს მინისტრის ბრძანებით, სპეციალური ჟიური შეიქმნა. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფოტოხელოვანები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

ჟიური წევრებმა 90-მდე ნამუშევარი შეაფასეს და მათ შორის სამი საუკეთესო, კონფიდენციალური შერჩევის გზით გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ფოტოკონკურსის – „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ასევე, ტარდება ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები