ცესკო-ში, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცესკო-ში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ხვალ, 317 საარჩევნო უბანი დილის რვა საათიდან გაიხსნება.
,,მეორე ტურებში, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში, არის 328 272 . არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის 299 450 ბიულეტენი დაიბეჭდა”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები