ზემო ალვანში, ქვეითად მოსიარულე ქალი სადისტრიბუციო მანქანამ იმსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქალი ემსხვერპლა.

„კვირას“ ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 70 წლის ქალს ერთ-ერთი სადისტრიბუტორო კომპანიის მანქანა დაეჯახა, რის შედეგაც მოხუცი ადგილზევე გარდაიცვალა.
დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები