დეკემბრიდან სოფელ აწყურს განახლებული კულტურის სახლი ექნება

რეგიონებში  კულტურის სახლების განახლება აქტიურად გრძელდება.  ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია სრულდება. სოფელ აწყურის მოსახლეობას მალე განახლებული ცენტრი მოემსახურება.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, შეიცვალა კარ-ფანჯრები, გაკეთდა ელექტროგაყვანილობა, სველი წერტილები, ასევე,  მოეწყობა შიდა ინტერიერი, შენობის მიმდებარე პარკი და სპორტული მოედნი.

შენობა 1970 წელს აშენდა და მას შემდეგ  ცენტრის რეაბილიტაცია არ მომხდარა. შენობა ავარიული იყო და გადაუდებელ აღდგენას საჭიროებდა. ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტული ჯგუფი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები