ნაურუს პრეზიდენტი დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტს” რაულ ხაჯიბმას ეწვევა
12-13 ნოემბერს, რესპუბლიკა ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა, დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას, სოხუმში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის, ხაჯიმბას “ოფიციალურ” საიტზეა ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაულ ხაჯიმბა და ბარონ ვაკა მოლაპარაკებებს გამართავენ, იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
ნაურუს დელეგაციაში შედიან, ასევე, ჯანმრთელობის და განათლების მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი და გაეროში ნაურუს მუდმივი წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე მცირე ზომის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა.