სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ესტუმრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სამინისტროში, იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას  ელჩის პირველი მდივანი, შინჯი სოიამა და ატაშე იასუჰირო კოჯიმა ესწრებოდნენ.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველი სპორტსმენების იაპონიაში მომზადებას და პირიქით, ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას შეეხო, რომელსაც უახლოეს წლებში იაპონია უმასპინძლებს – 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2015 წელს, ბრიტანეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა მსოფლიოს თასის საგზური და 2 წლის შემდეგ, იაპონიაში მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ქართველი სპორტსმენები, მომავალი წლიდან, აქტიურად ჩაერთვებიან სალიცენზიო ტურნირებში და იბრძოლებენ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც სპორტული თვალსაზირისით დიდი წარმატებები აქვს და მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება. ქართველი და იაპონელი სპორტსმენები ერთობლივ მოსამზადებელ შეკრებებზე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ დღეს ვუმასპინძლეთ იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე – ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე, რომელსაც იაპონია უახლოეს წლებში უმასპინძლებს. იცით, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ითამაშებს 2019 წლის მსოფლიოს თასზე, ჩვენს სპორტსმენებს დაწყებული აქვთ მზადება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტოკიოში ჩვენი ოლიმპიური გუნდი დიდი დელეგაციით წარდგება. ჩვენი სპორტსმენმებისთვის, იაპონელ სპორტსმენებთან ერთობლივი მოსამზადებელი შეკრებები არის მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილების მომტანი, რასაც მოუთმენლად ველოდებით“,- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დიდი მადლობა მინისტრს მასპინძლობისთვის. საინტერესო, საქმიანი შეხვედრა გამოვიდა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში გასამართ რაგბის მსოფლიოს თასზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდება და 2020 წელს გასამართ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე. ამ ორივე სპორტულ ღონისძიებას ჩვენთვის და მონაწილე სპორტსმენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცი, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არის მსოფლიოს თასის მონაწილე, მინდა წარმატება ვუსურვო თქვენს ნაკრებს და, ასევე, იმ ოლიმპიელებს, რომლებიც საქართველოს სახელით ტოკიოს თამაშებზე წარდგებიან“,- აღნიშნა იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები