გუგა ქაშიბაძე: ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ მინისტრთან გამართული დისკუსიის შესახებ ისაუბრა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, ექიმებზე, კლინიკებზე და ქვეყანაზე. შესაძლოა შემოვიდეს რეგულაციები, რომელიც თავს აარიდებს ქვეყანას იმაზე მეტი თანხის დახარჯვას ჯანდაცვაში, ვიდრე საჭიროა. კონკრეტულ შენიშვნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გარკვეული ხარვეზები რა თქმა უნდა კლინიკების მხრიდან არის. ცვლილებები რა თქმა უნდა საჭიროა”, – განაცხადა ქაშიბაძემ.

კლინიკების ხელმძღვანელები დავით სერგეენკოსთან შეხვედრას დადებითად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები