მიხეილ კორძახია: ჩვენი მოთხოვნაა, არაუსაფრთხო ობიექტის შემოწმება სასამართლო ნებართვის გარეშე განხორციელდეს

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ კორძახიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად მზადდება, მთავარი აქცენტი მომეტებული საფრთხისშემცველ სამუშაო ობიექტებზეა გაკეთებული.

“ცვლილებებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად მზადდება, განსაკუთრებული აქცენტი, მომეტებული საფრთხისშემცველ სამუშაო ობიექტებზეა გაკეთებული. ჩვენი მოთხოვნაა, სამუშაოებზე და კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე, რომლებიც წარმოადგენენ მომეტებულ საფრთხეს, რეგულაციები, სანქციები, კონტროლი და სასამართლოს გარეშე შემოწმება, ნებისმიერ დროს გავრცელდეს. რეალობიდან გამომდინარე, ასეთი შეიძლება იყოს სამშენებლო სეტქორი. მომავალში, მაკონტროლებელი ორგანო ნებისმიერ დროს შეძლებს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს. მაგრამ კონკრეტულად უნდა განისაზღვროს რა იქნება შესამოწმებელი. ცვლილებების თანახმად, სასამართლო ხელისუფლების ნებართვის გარეშეც შეძლებს, შეამოწმოს”, – განაცხადა მიხეილ კორძახიამ. მისივე თქმით, სადაც მაღალი რისკის საფრთხე არ არსებობს, იქ შემოწმება არ განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები