დავით სერგეენკო: ინფექციური საავადმყოფოს ახალი კლინიკა 2019 წლის ბოლოს ამოქმედდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს არსებულ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაა.

მინისტრის განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოსთვის ადგილი უკვე შერჩეულია და ახალი კლინიკის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

“ადგილი შერჩეულია ლუბლიანას სამედიცინო დაწესებულებების კლასტერში. უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება პროექტირების სამუშაოები. ახალი კლინიკა იქნება 2019 წლის ბოლოს, თუმცა იქამდე ამ ინფრასტრუქტურით სრულყოფილი ფუნქციონირება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ, გამოიყო თანხები, რომ არსებული კორპუსი გარემონტდეს და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობაც ძალიან მალე მიეწოდოთ იქამდე, ვიდრე ახალი კლინიკა აშენდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები