სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის სურსათის – ხორცისა და რძის პროდუქტების  სექციებზე კეთდება.

როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად, გამოვლენილი დარღვევების გამო, 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, რომელთაგანაც ორს,  კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრარული ბაზრების შემოწმებას აგრძელებს, რაც  მიზნად მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვას  ისახავს. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები