საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი დონეცკის ოლქის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში

საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 7 ნოემბერს დაიწყო. დონეცკის ოლქში გამგაზავრებამდე, უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაცნობითი შეხვედრა  შედგა , რომელსაც უკრაინის მხრიდან ესწრებდოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ტარასიუკი, ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის” თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი არტურ გერასიმოვი, უკრაინის სახალხო დეპუტატები დმიტრო ლუბინეცი და ხვიჩა მეფარიშვილი. საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ: უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორი  ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ისე ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს დელეგაციის მიერ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაგეგმილი ვიზიტის გამო. აღინიშნა, რომ ქართველი დეპუტატების ვიზიტი ამჟამად არსებულ ცხელ წერტილში, ხელს შეუწყობს უკრაინელი მებრძოლების საბრძოლო განწყობის ამაღლებას და წარმოადგენს ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერისა და თანადგომის სიმბოლურ აქტს.

8 ნოემბერს შედგა ქართული დელეგაციის ვიზიტი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე და თავდაცვის ატაშე ლევან გამყრელიძე. დელეგაციას მასპინძლობდა უკრაინის უმაღლეს რადაში დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის მაჟორიტარი დმიტრო ლუბინეცი და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უცხოური დელეგაციების რეგიონში ვიზტების ისტორიაში პირველად, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა დონეცკის ოლქის სამხრეთით, ნეიტრალურზონაში მდებარე სოფელი შიროკინო, რომელიც 2014-16 წწ სამხედრო მოქმედებების დროს განადგურდა და სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს. აგრეთვე მოხდა ფრონტის ხაზზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის„ნოვოტროიცკესა” და ქალაქ ვოლნოვახას მოახულება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კონფლიქტის რეგიონში დისლოცირებულ უკრაინელ სამხედროებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებისგანაც რეგიონში არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს.

„ჩვენ სპეციალურად დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის მონახულებით, რათა შეგვექმნას სრული სურათი თუ როგორ ცხოვრობს ახლა უკრაინა. ჩამოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ ძმებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. საქართველო ასეთ ბრძოლაში უკვე მესამე ათეული წელია იმყოფება და ძალისხმევის გაერთიანებით, ქმედებების კოორდინაციით საერთაშორისო სარბიელზე ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლებთ სტრატეგიული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე.

დელეგაციის წევრების მხრიდან მოხდა 2015 წლის 13 იანვარს, ვოლნოვახასთან სამგაზვრო ავტობუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალისა და 2014 წ. 22 მაისს ერთ-ერთი პირველი სამხედრო შეტაკების დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროებისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობა.

9 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალური ვიზიტი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაგრძელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები