საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სეიმის მარშალს მარეკ კუხჩინსკის შეხვდა.

შეხვედრისას პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ინტენსიფიკაციის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

აღინიშნა პოლონეთის პარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ისეთ მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა სეიმის თავმჯდომარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები