ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში პრეზიდენტი დესტრუქციულ როლს ასრულებდა

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში პრეზიდენტი დესტრუქციულ როლს ასრულებდა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის როლი კომისიის მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ჩართულობა . მისი კონსტრუქციული როლი, თუმცა მან სამწუხაროდ უარი თქვა ამ ყველაფერზე და ის არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და უფრო მეტიც ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს მთელი ამ პროცესის განმავლობაში ერთი წლის მანძილზე .რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენი ინსტიტუციური ინტერესი იყო თავი დაგვეცვა ამ დესტრუქციისგან და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდით. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოსთან და მთავარია ასეთივე მიდგომით გამოირჩეოდნენ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიც,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები