შოტლანდიაში არსებული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში ე.წ. აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში დაღუპული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება.
ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ადასტურებს.
როგორც ბერუჩაშვილი აცხადებს, მან ერთი თვის წინ შოტლანდიაში ვიზიტი გამართა, სადაც სხვა თემებთან ერთად აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
მისი თქმით, ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ.
ელჩის თქმით, აღნიშნული მემორიალი სავარაუდოდ, 1993-1996 წლების პერიოდში არის აღმართული.
მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თითქოს, კილნმარნოკი სოხუმთან დაძმობილებული ქალაქი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები