სოფო კილაძე ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

????????????????????????????????????

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის ძირითადი თემა, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება იყო

მხარეებმა, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

სოფიო კილაძემ სტუმარს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე  გამახვილდა ყურადღება.

სტუმარმა კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები