თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში (პირველი ნამიკოლაო) საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში შეილესა და შეიღება ფასადის კედლები; მთავარ შესასვლელებში ბაქნებსა და კიბეებზე მოეწყო მეტლახის ფილები, სამზარეულოში კედლებზე – კერამიკული მოჭიქული ფილები და შენობის ირგვლივ ბეტონის სარინელი. პროექტის ღირებულება (მე-4 ეტაპი) შეადგენს 7 434 ლარს, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პარტნიორმა“ შეასრულა.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან მამუკა კეკელიასთან ერთად დაათვალიერა.
საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები