ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესმენი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუდაუთაში თარნავას ქუჩაზე, საკუთარ სახლთან 40 წლის დიმიტრი ოზგანი მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია გუდაუთის ე.წ. პროკურორზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილს 13 ტყვია აქვს მოხვედრილი.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დე ფაქტო სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ჰილზები, დანიშნულია სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზა. ე.წ. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.
დიმიტრი ოზგანი ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები