ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბოლნისის ბაზალტის ქვით ქვაფენილი 600 გრძივ მეტრზე დაიგო. მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურები. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა.

„დასრულების პროცესშია სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები.ეს ქუჩა ბოლნისის იერსახეს ნამდვილად დაამშვენებს. რაც ყველაზე მთავარია, სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად და პროექტი ადგილობრივი ნედლეულით განხორციელდა. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პროექტში დასაქმებულთა უმრავლესობა არის ადგილობრივი კადრი. ჩვენი სამომავლო, რამდენიმე წლიანი, გეგმა ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ გამართვას ითვალისწინებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები