ევროპის მოედანზე დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება

ევროპის მოედანზე დღეს  ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება. ფრაგმენტი, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჩუქრად 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი გერმანიაში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ფრაგმენტი დღეს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე, დარეჯანის სასახლესთან დაიდგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები