ცხინვალის იზოლატორიდან, საქართველოს მოქალაქეები, თანხის გადახდის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს

ქარელის რაიონიდან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვედან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ე.წ. მესაზღვრეებს ქარელის რაიონის მცხოვრებლები, ზემფირა ფლიევი და ფრიდონ ჯერანაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით – 3-5 ნოემბერს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასამართლო პროცესი ზნაურში გაიმართა. სოფელ ატოცის მცხოვრები ფლიევი და ჭვრინისის მკვიდრი ჯერანაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ე.წ. საჯარიმო თანხის – თითოეულზე 2000 რუსული რუბლის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები