დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრი” ისრაელის სახელმწიფო რადიოს ეთერში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელიც ისრაელშია გადაღებული.

დაურ კოვე წერს, რომ ის თავის დნეპრისპირელ კოლეგასთან ერთად ისრაელის სახელმწიფო რადიოსადგურს სტუმრობდა და გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.
ფოტოსურათი მის სოციალურ ქსელში ორი საათის წინ გამოჩნდა. როგორც ირკვევა, დაურ კოვე რამდენიმე დღეა ისრაელში იმყოფება. მის სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც ის, ისრაელის ერთ-ერთი ქალაქის მერთან და ისრაელში რუსეთის ფედერაციის ელჩთან შეხვედრებზეა აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები